მახინჯაურში, ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს, 13 აგვისტოს გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა.
მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად, შემთხვევის ადგილზე სულ 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.