გარემოვაჭრეებს შესაბამისი ადგილის არ ქონის პრობლემა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა, ალტერნატიული ფართი, რომელიც მათ მერიამ გამოუყო, მათთვის იჯარის ხარჯებთან და კლიენტურის დაკარგვასთან არის დაკავშირებული, გამოსვლის ძიებაში მათ ე.წ. ურიკების გამოყენება დაიწყეს, რაც პროდუქციასთან ერთად გადაადგილების საშუალებას იძლევა, მაგრამ ნაწილს ასეთი ურიკის შეძენის საშუალება არ აქვს, ნაწილი კი ფიზიკურად ვერ ახერხებს მის მართვას.