Bellingcat-ის კრიტიკული სტატია და შესაძლო კორუფციული გარიგებები

01 აგვისტო 2020, 15:01 1255 ნახვა

საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოში კორუფციის შესახებ სტატიას აქვეყნებს.  მკლევარები სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული გარიგებებზე მიუთითებენ. ძირითად აქცენტი კოვიდ-19-ის პირობებში სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე და საკარანტინო ზონისთვის გამოყოფილ თანხებზე კეთდება.

სტატიის ავტორები ერთის მხრივ ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ადგილზე ადევნებენ თვალს და მეორეს მხრივ, თავად იკვლიეს არსებული მდგომარეობა.  სტატიაში ნათქვამია, რომ ის კომპანიები, რომლებიც არჩევნების დროს ხელისუფლებისა თუ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გულუხვი შემოწირულობებით გამოირჩეოდნენ, მარტივად დასაქმდნენ იმ მიმართულებით, რომელიც კორონავირუსმა გააჩინა. სტატიას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში