,,კიდევ ერთხელ გწერთ რათა, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიული მმართველობის შესუსტებასა და პოტენციური კორუფციის შესახებ“ - ასე იწყება წერილი, რომელიც კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიწერეს.
წერილში სამ პუნქტზეა გამახვილებული ყურადღება,რომლებზეც ისინი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც 2012-ში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების პარტია მოვიდა, ქვეყანა დაუპირისპირდა თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.