გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ტელეფონით ელაპარაკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაც გამოხატა.