ავტოავარია ბათუმში

24 ივლისი 2020, 20:24 3451 ნახვა
00:00
00:00

ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. ექიმების თქმით 3 მოზარდიდან  ერთს ღია ჭრილობა, დანარჩენებს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ავარია აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან საღამოს მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მიკრო ავტობუსი გადატრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. როგორც მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს შუქნიშანთან მწვანეზე მოძრაობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი