გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა

24 ივლისი 2020, 10:46 1509 ნახვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

სამართალდამცველების სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ.

''გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.

შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში