გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება - ასეთია, პირველადი დათვალიერებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია. ტრავმული დაზიანებები არ ჩანს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაშიც.
სიკვდილის ხანგრძლივობა კი 3-დან 5 დღემდეა. ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი კი 2 აუცილებელ ექსპერტიზაზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით დაადგენს გარდაცვალების მიზეზს.