აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ამერიკის ისტორიაში პირველი რასისტი პრეზიდენტი უწოდა. ასე გამოეხმაურა იგი ტრამპის მიერ კორონავირუსის „ჩინურ ვირუსად“ მოხსენიებას.
აშშ-ის არცერთ მოქმედ პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია. მსგავს განცხადებებს „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი არასოდეს იტყოდა. ისტორიაში პირველად, ჩვენ არჩეული რასისტი პრეზიდენტი გვყავს- განაცხადა ბაიდენმა.