სასამართლო, სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

21 ივლისი 2020, 10:12 1462 ნახვა

დღეს, 21 ივნისს, სასამართლო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის 3 თვის განმავლობაში განიხილავდა. 

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განისაზღვრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი