ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული და სიკვდილით დასჯილი მაჰმუდ მუსავი მაჯი აშშ-ს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის პირადი დაცვის მონაცემებს გადასცემდა - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია იუწყება.
მაჯის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის მოსადის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალ ქასემ სულეიმანის გადაადგილების შესახებ მონაცემების გადაცემაში ადანაშაულებდნენ.