ბათუმში, გვირაბის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა და დაიწვა.
მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "ევექსის" საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის გამო გზაზე შეფერხებული იყო მოძრაობა. ადგილზე სახანძრო,სამაშველო და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.