ბათუმში ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა - დაშავდა ორი ადამიანი

16 ივლისი 2020, 10:50 7919 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილობრივთა განმარტებით, ლიფტში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ლიფტი მე-7 სართულიდან გვიან ღამით ჩავარდა. მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ კორპუსში ლიფტები მწყობრიდან ხშირად გამოდის.

აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო,  რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი