შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აფეთქება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა. დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.