“ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელი შეკრება თბილისში

05 ოქტომბერი 2016, 00:00 2581 ნახვა

თბილისში „ვარდების მოედანზე“ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და მას პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან დაესწრებიან. გაიმართება მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ყველანაირად უზრუნველყოს  დღევანდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.  პარტიის გენერალური მდივანი ასევე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ შესაძლო რევოლუციურ სცენარსაც და აღნიშნა, რომ ის, ვინც ამას გაბედავს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. აქციის მიმდინარეობას საზოგადოებრივი დამცველი დააკვირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი