აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

10 ივლისი 2020, 11:15 2817 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში სულ კორონავირუსზე 6 მოქალაქე მკურნალობს. 

''დაგვემატა კიდევ ერთი covid-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი. ის მძღოლია. შემოვიდა თურქეთიდან, საზღვარზე ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება, პასუხი იყო დადებითი, შემდეგ მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში, ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მისი დიაგნოზი პისიარ ტესტირებით დაზუსტდა. ის კლინიკაში ღამით მოიყვანეს. მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. მას არანაირი ჩვილი არ აქვს. არც სიცხე, არც ხველა.  

დანარჩენი ხუთი პაციენტის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. დღეს ერთ-ერთ მათგანზე დადებით შედეგს ველოდებით. პისიარ ტესტირება ჩავუტარეთ'' - განაცხადა კლინიკის დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 40 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. 

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი  25 996 პირს ჩაუტარდა.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2313 მოქალაქე, კარანტინი დატოვა 9873-მა ადამიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი