რეპრესირებულთა პენსიის გაზრდისთვის პეტიცია მომზადდა საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებულთა და მათი ოჯახების მიმართ საპენსიო დანამატის გაზრდის მოთხოვნით, საზოგადოება „მემორიალს“ საქართველოს პარლამენტში პეტიცია შეაქვს. ორგანიზაციის წევრების თქმით, საქართველოში მცხოვრები 10 ათასამდე რეპრესირებულის უფლებები, ომის ვეტერანებს უნდა გაუთანაბრდეს. რესპრესირებულებს წლების წინ კომუნალურ გადასახადებში 50 პროცენტიანი შეღავათი ჰქონდათ, რომელიც შემდეგ გაუუქმდათ და დაენიშნათ 7 ლარის საპენსიო დანამატი. ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს კი 44 ლარიანი დანამატი აქვთ.