დედამიწის დღე

22 აპრილი 2016, 00:00 4386 ნახვა

22 აპრილი დედამიწის დღეა. თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ მოსწავლეებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ,,მჟავა წვიმები". ხვალ კი ქობულეთში თიკერის სატყეო ადმინისტრაციაში გამწვანების აქცია გაიმართება. გარემოს დამცველებთან ერთად აქციაში მონაწილეობას შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტები და მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. საქართველოში კი 1990 წლიდან.

ამავე კატეგორიაში