თურქეთში დასაქმებულები აქციას მართავენ და საზღვრის გახსნას ითხოვენ 

08 ივლისი 2020, 14:10 2460 ნახვა

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას ეხება, მათ შორის კი არ მოხვდა თურქეთი.

ამბობენ, რომ დეპუტატებთან და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან შეხვედრამდე ადგილზე დარჩებიან.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ლადო მგალობლიშვილთან შეხვედრას, რომელმაც მათი თქმით, ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში მშიერი მოქალაქეები არ არიან.

თურქეთში დასაქმებულები, აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ამბობენ, რომ ფულადი დახმარება არ მიუღიათ. იმ შემთხვევაში თუ საზღვარი თურქეთთან ისევ არ გაიხსნება, ისინი ერთჯერადი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურ შემოსავალს ითხოვენ. აქციაზე იმყოფენა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. 

თურქეთში დასაქმებულებმა აქცია 1 ივლისს, სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს.

მთავრობა მოქალაქეებს 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას სთავაზობს. 

თურქეთთან საზღვარი მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი