საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ამომრჩევლის მოსყიდვის 19 სავარაუდო ფაქტზე საუბრობენ „სამართლიან არჩევნებში“. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათგან 16 “ქართული ოცნების” პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე მოდის, 3 კი "ლელოსთან" დაკავშირებულ "მოძრაობა მომავლისთვის - მომო"-ზე. ანგარიშში მოხვდნენ აჭარის მაჟორიტარები და დაკავებული სპორტსმენების საქმეც.