ბონის ბაზარში რძის სექციაში დასაქმებულები ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ ინდ.მეწარმის სტატუსით დარეგისტრირებას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის განახლების საშუალებას არ აძლევენ. ამის გარდა , ადმინისტრაცია დაპირდა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ გარევაჭრობა აღიკვეთება და ყველა პროდუქტი შიდა სექციაში მოექცევა. თუმცა მათი თქმით, ეს დაპირებაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ბაზრის იურისტი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია ინდმეწარმედ დარეგისტრირებას არავის აიძულებს, მაგრამ ამ სტატუსის გარეშე მოვაჭრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საგადასახადო ინსპექციასთან მონიტორინგის დროს პრობლემები შეექმნებათ. ინდმეწარმედ დარეგისტრირებისთვის მოვაჭრეებს 40 ლარის გადახდა მოუწევთ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარია.