შუახევში მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

03 ივლისი 2020, 16:05 1451 ნახვა

სამთო იალაღებზე მგზავრების უფასო ტრანსპორტირებისთვის შუახევის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 33 890 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

ტრანსპორტი მოიალაღეებს 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. სწორედ აღნიშნულ დროს მიდიან მოქალაქეები იალაღებზე.

შუახევის მერიის ინფორმაციით, მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება კატრიანის, ყავრიანის, გრძელგორის, თაგინურის, ჩირუხის, ღომა - საყენდრიას, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის, საბერწიას, მაწყვალთის მთის, სანალიას და ძველი მთის მიმართულებით.

პროგრამით, ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც ისარგებლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი