დიდთოვლობის შედეგები 

21 იანვარი 2025, 11:14 136 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს.  ხულოში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრს, ხოლო დაბლობში  30 სმ-ს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია და მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია. ამ დროისთვის შუახევსა და ხულოში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

საავტომობილო გზები დაფარულია ლიპყინულით, იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი. მცირედი შეფერხებები რჩება ელექტრომომარაგებაში.

ელექტროსადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება ხულოში სამ დასახლებას, ხოლო შუახევში სოფლებს ტბეთს, გომარდულსა და ნაღვარევს.

ენერგოკომპანიის ინფორმაცით, მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი