ქედის მუნიციპალიტეტი წელსაც აგრძელებს " ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამას.
პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მესამე წელია გრძელდება "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა".
რომელიც ძალადობის მსხვერპლისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფას, ფინანსურ დახმარებას და ფსიქოლოგის მომსახურებას ითვალისწინებს.
რომლის ბიუჯეტიც წელს 5 000 ლარს შეადგენს. ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ქალთა ოთახის გენდერული პროგრამების ბიუჯეტი მიმდინარე წელს ჯამში 60 000 ლარით განისაზღვრა.