აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი კოლეგის ბექა პატურაშვილის შვილის, პატარა ალექსის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.
პატარა ალექსის გადარჩენა ექიმების, ოჯახის წევრებისა, ახლობლების და საზოგადოების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
ალექსი პატურაშვილი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა რამდენიმე საათის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.