აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო მოდელი

30 ივნისი 2020, 20:09 1335 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. უმრავლესობა უნდა შეჯერდეს, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება. რეგიონის მთავარ დოკუმენტში ცვლილებებით, უმაღლესი საბჭო გეგმავს, ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ სამაჟორიტარო ოლქების რაოდენობას დაამთხვიოს. ახალი საარჩევნო მოდელის მიხედვით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო 18  პროპორციულიდან 3 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით უნდა დააკომპლექტეს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი