''ეს არის ე.წ პროდასავლური ოპოზიციის ლუსტრაცია“ - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან საქართველოში გერმანიის ელჩის კრიტიკას. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეს არის დასავლურ პარტნიორების მიმართ პირდაპირი თავდასხმა და ქვეყანაში რუსული ნარატივის გატარების მცდელობა.
8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ოპოზიციამ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან ელჩს კომპეტენცია დაუწუნა.