სეზონური მოიჯარეების დასახმარებლად აჭარის მთავრობამ თვითმმართველობებს შუამდგომლობით მიმართა

30 ივნისი 2020, 11:31 1228 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სეზონური მოიჯარეების დასახმარებლად, მათთვის შეღავათიანი პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე მთავრობამ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებს შუამდგომლობით უკვე მიმართეს.

​"ტურისტული სეზონი ობიექტური მიზეზების გამო რეგიონში სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს. არაერთ ადამიანს შეექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის იყო სეზონური მოიჯარეები, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ ახერხებენ მიიღონ ის შემოსავლები რაც ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომ ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებს ქობულეთს, ბათუმს და ხელვაჩაურს და დღეს უკვე ისინი იმსჯელებენ მათთვის, შეღავათიანი პირობებით ამ კონკრეტული ხელშეკრულებების გაგრძელებაზე და ეს იქნება ერთგვარად შეღავათი, რომ ეს სეზონი ადამიანებმა, როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირებმა მინიმალური დანაკარგებით გადაიარონ"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი