ევროკავშირის რეკომენდაციით საქართველოსთვის ევროპის საზღვრები 1 ივლისიდან გაიხსნება

28 ივნისი 2020, 16:41 6543 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

საქართველო ერთ-ერთია მათ შორის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს.

საქართველოს გარდა 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება არის: ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, მონტენეგრო, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი, რუანდა, ალჟირი, მაროკო და ტუნისი.

სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, ქვეყნები სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემია მწვავე ფაზაშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი