წინაა გადამწყვეტი კენჭისყრა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 29 ივნისს გაიმართება.
კანონმდებელები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან კვლავ პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, 120 დეპუტატს პროპორციული და 30-ს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ