ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გავრცელებული ინფორმაციით, 17 ადამიანი დააკავეს. შსს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის პროცესი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა, გამოკითხვები იყო მცხეთის პოლიციაშიც.
19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.