ენმ პროკურატურას და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

22 ივნისი 2020, 11:21 1435 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, მისი მამისთვის და ასევე აჭარის  პოლიციის სამმართველოს უფროსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას  ითხოვს.

 ოპოზიცია მათ სპორტსმენების მოსყიდვაში  ადანაშაულებს. საუბარია რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, ისინი ამჟამად ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პარტიის წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ რეზო წულიკიძის ოჯახმა მიაწოდა დოკუმენტი, სადაც ჩანს რომ  დახმარების სანაცვლოდ წულუკიძის მეუღლეს ანგარიშზე სოციალური დანიშნულების სახით სახელფასო ხაზინიდან 2000 ლარი ჩაირიხა, ისევე როგორც ანთაძის მეუღლეს.

მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრებმაც გააკეთეს.

ოპოზიცია საქმეზე პროკურატურას მიმართავს. 8 მარტის შეთანხმების მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობას კი აჭარაში წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას სთხოვს.

ბრალდებების ადრესატებს საპასუხო კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი