არმაზ ახვლედიანის შემაჯამებელი შეხვედრა მხარდამჭერებთან

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3714 ნახვა

საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. არმაზ ახვლედიანმა დღეს საკუთარ გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ბათუმელებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. შეხვედრას, რომელიც ხელოვნების ცენტრის დარბაზში ჩატარდა, კანდიდატის ასობით მხარდამჭერი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი არმაზ ახვლედიანი დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭს ბათუმის 69-ე ოლქში იყრის.

ამავე კატეგორიაში