ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება

19 ივნისი 2020, 16:38 2517 ნახვა

ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან დააკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის.

ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს საშუალება ექნებათ  კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟებას, მარშრუტის რუკის მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას, ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს. წელსვე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ინფოტური გიდებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში