რამდენიმე საათში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ვასილ როინიშვილი ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და მის 4 წლიან საქმიანობას შეაჯამებს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე. ღონისძიებას გახსნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ტუღუში. ოფიციალურ მიღებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.