საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება - ტურიზმის ადმინისტრაცია

16 ივნისი 2020, 14:16 2252 ნახვა

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, მესამე ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მგზავრობის შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზღვრები გაიხსნება მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, რომლებსაც წევრი ქვეყნები ერთობლივად შეარჩევენ.

„შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა -ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, დანერგილი უსაფრთხოების ნორმები და ა.შ შერჩევის პროცესის დროს გამოყენებულ იქნება ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები. ტურიზმის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერა მიიღო, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება.

ამ ეტაპზე ევროკავშირს ჯერ არ გამოუქვეყნებია რეკომენდაციები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნებთან და რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას“,- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი