ხალხის ხმა არ ისმის - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობა „ და საუბრობს იმ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებასაც გეგმავს. გია აბულაძის განცხადებით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში - სავალდებულო გახდება მოსახლეობაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯაროდ განხილვა და მათ საჭიროებებზე ორიენტირება. მოსახლეობის მოსაზრებები კი ოქმის სახით უნდა ერთვოდეს მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს. მმართველი გუნდში საპასუხო კომენტარი ამ წუთებში კეთდება, რომელსაც მომდევნო გამოშვებაში მოგაწვდით.