საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი საბჭოს თავმჯდომარეს განცხადება-რეკომენდაციის მისაღებად სხდომის ჩანიშვნას სთხოვს. თამარ წილოსანი და გია ქარცივაძე მენეჯმენტს 2020 წლის ბოლომდე თანამშრომლების გათავისუფლებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივითა და სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მიზნით სარედაქციო საბჭოს ამოქმედების ინიციატივით მიმართავენ.