22 დაღუპული და 2 დაკარგული-5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისი 2020, 15:04 3763 ნახვა

5 წლის წინ ამ დღეს, დედაქალაქში გადაუღებლად წვიმდა, საღამოს 9 საათის შემდეგ, 4  საათში   წლიური ნორმის 35% მოვიდა.მდინარე ვერეს ხეობაში  ვითარება კატასტროფულად მძიმდებოდა. თბილისში მოსულმა უხმა ნალექმა სრულად დატბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაანგრია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. სტიქიამ ჯამში 22 ადამიანის  სიცოცხლე შეიწირა, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი კი დააზარალა.  თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი გაიქცა.

5  წლის წინ ამ დღეს სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდებოდა ქუჩებში მოხეტიალე  ლომებისა და ვეფხვების, დათვის და ბეჰემოტის კადრები. სწორედ ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა იმსხვერპლა ერთი ადამიანის სიცოცხლე.

დედაქალაქში მომხდარი ტრაგედია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა  CNN, BBC, New York Times,  Reuters, Aljazeera, Sky News  თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ იტყობინებოდნენ. სტიქიამ  ათი ათასობით ახალგაზრდა გააერთიანა.  ახალგაზრდების ნაწილი ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმნებით ცდილობდა დატბორილი,  ტერიტორიების გაწმენდას. ნაწილი კი  რომლებიც ფიზიკურად ვერ შრომობდა  მათ   საკვებითა და წყლით ამარაგებდა. 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა, ეს დღე იქცა ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი