ვანდალიზმის ფაქტი ქობულეთის ერთ-ერთ სკვერში 

12 ივნისი 2020, 15:29 1989 ნახვა

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე სკვერში საპარკე სკამები დააზიანეს.

დღეს ადგილზე მისულ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საპარკე სკამები მიწიდან ამოღებული და დაზიანებული დახვდათ.

ქობულეთის მერის განცხადებით, ვანდალიზმის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ პლასტმასის სანაგვე ყუთს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

"მუნიციპალიტეტში თითოეული პროექტი იგეგმება და ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში გარემო იყოს მოწესრიგებული, ადგილობრივებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის დასვენება უფრო კომფორტული. სწორედ ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერია ათასობით ლარს ხარჯავს არსებული და ახალი სკვერების კეთილმოწყობისთვის. მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს"- აცხადებს ქობულეთის მერი.

ადგილობრივების განმარტებით, პარკში დაზიანებების ფაქტები ადრეც ყოფილა. 

"პლაჟზე გადავდიოდი, როცა დაზიანებული სკამი შევნიშნე. მსგავსი ფაქტები სკვერში ადრეც ყოფილა.  იყო შემთხვევები როცა ნაგვის ურნები დააზიანეს. პარკს ზედამხედველი სჭირდება, იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი