უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე თურქეთის საკონსულოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ლავასოღლის ექსტრადიციასთან დაკავშირებით არანაირ რასისტულ და ქსენოფობიურ განცხადებას მათი მხრიდან ადგილი არა აქვს.
მათი მიმართვის შინაარსი უცვლელია და ისინი ლავასოღლის ექსტრადიციისთვის განკუთვნილ საპატიმროში გადაყვანას და მისი ექსტრადირების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვენ.
დღეს კიდევ ერთი მოშიმშილე გახდა შეუძლოთ და იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. ეს უკვე მეე-6 მოშიმშილეა,, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
თურქეთის საკონსულომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია, რომ მინდია გორაძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ქსენოფობიური და რასისტული შინაარსსა, ამასტან იგი უსაფძვლოა.
საკონსულო განმარტავს, რომ დამნაშავეთა გადაცემა ხორციელდება ევროპული კონვენციისა და სხვა ორმხრივი და საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად. მათივე თქმით, ექსტრადირების პროცესში გენერალური საკონსულო არ არის ჩართული.