''საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, მედიკამენტებზე ფასების მანიპულირების საშუალებით, ხელოვნურად ხდება ტენდერების გადანაწილება სასურველ კომპანიებზე, შედეგად კი საავადმყოფოებს წამლები რეალურად არ გადაეცემათ'' - ეს განცხადება მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის" წევრებმა გააკეთეს. კორუფციული სქემის შესახებ პარტიის ლიდერებმა ბათუმში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.