საზოგადოებრივი მაუწყებელი გიგა ბოკერიას და "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმიანება

10 ივნისი 2020, 15:12 1678 ნახვა

"მიგვაჩნია, რომ ბატონი გიგა ბოკერიას განცხადება არის იმის დასტური, რომ რასაც ამ დღეების განმავლობაში მაუწყებელი მიუთითებდა, რომ "ევროპული საქართველოს" ორგანიზებულია მაუწყებლის წინ ერთი ადამიანის შიმშილობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია "ევროპულ საქართველოსთან" და ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, იმის რომ დირექტორის გადაყენება პირდაპირ კავშირშია მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს  ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალისგან შეწყდეს ზეწოლა, რათა მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ გარემოში ფუნქციონირება, საქართველოს სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ მივმართავთ და ვთხოვთ, გაარკვიოს და გამოააშკარავოს ის პოლიტიკური სუბიექტები, ვინაც ცდილობს ზეწოლა და გავლენა მოახდინოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოზე"- წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი