საქართველოს შემდეგ, ვითარება მეზობელ ქვეყნებში. ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ის 350 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სომხეთში. ქვეყანაში ვირუსით 13 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. რუსეთში კი საზღვრების ნაწილობრივ გახსნა დაიწყო, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ პიკი უკვე აღარ არის.