აჭარაში ხორციელდება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა 

09 ივნისი 2020, 15:07 608 ნახვა

აჭარაში     საინვესტიციო     პროექტების     განხორციელებისა     და     ტურიზმის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციის განვითარება დაიწყო. მომზადდა 440 ჰექტარზე დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა. 
გრძელდება სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. ამ დროისთვის კურორტზე 19 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება. 
დაიწყო სამრეწველო ზონის განვითარება. ახალი პროექტი ხელვაჩაურში არანაკლებ 50 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთებზე საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ეკონომიკური გათვლების მიხედვით  მოსალოდნელია 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია, რითაც დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში