საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განცხადებას აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
„ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც კოვიდ 19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.