დღეიდან ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ისინი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებენ. ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება, არ ჩაირთვება კონდიციონერი, აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის დაჯდომა, ასევე ფეხზე დგომით მგზავრის გადაყვანა დაშვებულია მხოლოდ ავტობუსში.
მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია ყოველდღიურად განხორციელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეივსება მუნიციპალური ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერები.
საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აიკრძალა.