არ არის გამორიცხული ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო გახდეს, ვისთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება - ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოში ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ის ფორმალური პროცედურები განიხილეს, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნის დასაჩქარებლად არის საჭირო.