„მე მიყვარს ბათუმის“ წევრები აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ

26 მაისი 2020, 12:23 1327 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, მაუწყებლის დირექტორი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ის  დევნის თავისუფალი სიტყვის გარანტორ თანამშრომლებს, ასევე უსაფუძვლოდ გაათავისუფლა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები. მოძრაობის წევრები თანამდებობის დასატოვებლად მაუწყებლის დირექტორს 2 დღიან ვადას აძლევენ. წინააღდეგ შემთხვევაში  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

მაუწყებლის დირექტორი „მე მიყვარს ბათუმის„ წევრების განცხადებას მოგვიანებით უპასუხებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი