პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანონპროექტს ,,მეწარმეთა შესახებ“ განიხილავენ. ერთი საათია საკანონმდებლო ორგანოში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. ინიციატივა სამ ნაწილს მოიცავს, ერთი-ერთი სამეთვალყურეო საბჭოში ავტონომიიდან ერთი წარმომადგენლის დანიშვნაა. ასევე ლიკვიდაციის შემთხვევაში კი თანხა საწარმო საქმიანობას მოხმარდეს. კომიტეტში ინიციატივა დღეს მესამე მოსმენით განიხილება.